Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/579180_440537069339577_1243761512_n.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/579180_440537069339577_1243761512_n.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/579180_440537069339577_1243761512_n.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/579180_440537069339577_1243761512_n.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
პროკურატურამ სასამართლოს გიორგი კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ახალი  დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოაქვეყნა და სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა, რომ  სასამართლომ კალანდაძის საკითხი 24-საათიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს. " 2010 წლის 16 თებერვალს გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები, და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს ღამის დაახლოებით 2-დან 3 საათამდე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, მითითებული პირები მათი დასჯის მიზნით, თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩასულ ჯარისკაცებს სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდა ბაჩანა ახალაია და გიორგი კალანდაძე. ახალაიამ, კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ ახალგაზრდებს მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით ისინი გააშიშვლეს წელს ზემოთ და არბენინეს დაახლოებით ერთი საათი სიცივეში. ამის შემდეგ, ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, გამოურთეს გათბობა და ამგვარ მდგომარეობაში ამყოფეს ისინი სამი ღამისა და ორი დღის განმავლობაში. ამ ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჯარისკაცებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. თავისუფლების აღკვეთის განმავლობაში, ჯარისკაცებს მინიმუმ 36 საათი არ ეძლეოდათ საკვები და თავისუფლების აღკვეთის მთელი დროის განმავლობაში გაუსაძლის სიცივეში იმყოფებოდნენ. აბანოში, სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილი არ იყო ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც ჯარისკაცებს ეძინათ ცივ მეტლახზე. ბაჩანა ახალაიას ზემოთაღნიშნული ქმედებით, ასევე დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის არსით მდგომარეობს იმაში რომ აკრძალულია წამება და არაადამიანური მოპყრობა", - განაცხადა კბილაშვილმა. რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, გენერალური პროკურორის განცხადებით, მან ჯარისკაცების ცემით ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ჩადენილ დანაშაულთა გამო, ბაჩანა ახალაიას გუშინ წარედგინა ბრალდება, იმ ჩამოთვლილი ბრალდებებით, ისევე როგორც გიორგი კალანდაძეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია 19 დაზარალებულის ჩვენების და სხვა მოწმეთა ჩვენების საფუძველზე. აღანიშნული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის სახით განსაზღვრის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიემართა", - განაცხადა კბილაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.