პოლიტიკა
ევროპული საბჭო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დასრულებაზე განცხადებას ავრცელებს
ევროპული საბჭო საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა, უსაფრთხო და კარგად მართულ გადაადგილებასთან დაკავშირებით, დაცული იქნება.
"ამ კონტექსტში ევროპული საბჭო მიესალმება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ კომისიის მეორე ანგარიშს, რომელიც 2014 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. საბჭო იზიარებს იმ შეფასებას, რომ საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და მეორე ფაზის დაწყების გადაწყვეტილებას იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები