ემზარ კვიციანის მხარდამჭერების პროტესტს უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე პასუხობს. კოტე კუბლაშვილის თქმით, თუ ვინმეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს, შეუძლოა სამართლებრივი გზით გაასაჩივროს.
ემზარ კვიციანის ოჯახისა და თანამოაზრეების პროტესტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პასუხობს. კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ნებისმიერ პირს, მათ შორის ემზარ კვიციანს, საქართველოს კანონმდებლობა აძლევს საშუალებას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ რამდენჯერმე გაასაჩივროს. კონსტანტინე კუბლაშვილი სასამართლოს ობიექტურობაში დარწმუნებულია.
„მათი უფლება არის, რომ ჰქონდეთ პრეტენზია და ასევე მათი უფლებაა, რომ თუკი უკმაყოფილოები არიან, გააგრძელონ განხილვა სასამართლოში იმ კუთხით, რომ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. შემდეგ, თუ ისევ უკმაყოფილოები იქნებიან სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაასაჩივრონ უზენაეს სასამართლოში. სამივე ინსტანცია განიხილავს ძალიან ობიექტურად და ყურადღებით ნებისმიერ საქმეს და მათ შორის ამასაც,“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
ემზარ კვიციანს სახელწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობისთვის, ასევე შეიარაღებული დაჯგუფების ფორმირებისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით პატიმრობა გუშინ მიუსაჯა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები