Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/mishiko1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/mishiko1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/mishiko1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/mishiko1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
"საქართველოს ელჩები საქართველოსთვის მუშაობენ და არა რომელიმე პარტიისთვის" - მიხეილ სააკაშვილი
,,საქართველოს ელჩები საქართველოსთვის მუშაობენ და არა რომელიმე პარტიისთვის", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც აღნიშნა, რომ კონკრეტული ადამიანების მოშორება  იმ საბაბით, რომ ისინი სხვისი დანიშნულები არიან  სწორი არ იქნება. პრეზიდენტის განაცხადებით, ელჩებთან დაკავშირებით, გაურკვევლობაა. “დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები იცავენ ქვეყნის ინტერესებსა და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს.”-განაცხადა პრეზიდენტმა. ,,ვფიქრობ, ბევრი რამ არის გაურკვეველი, მაგალითად, დიპლომატიური წარმომადგენლობის გამოყენების საკითხი. ჩვენი ელჩები სააკაშვილის ელჩები კი არ არიან - ისინი საქართველოს ელჩები არიან, საქართველოსთვის მუშაობენ და არა რომელიმე პარტიისთვის. ამ მხრივ უნდა შევხედოთ მათ და არა იმის მიხედვით თუ ვისი დანიშნულია და ვინმეს ინტერესებს ხომ არ წარმოადგენს. ელჩი არავის ინტერესებს არ უნდა წარმოადგენდეს გარდა ქვეყნისა. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ აქ გადმოვიტანოთ ჩვენი უთანხმოება და აქ დავიწყოთ ერთმანეთის გმობ. ჩვენ მზად ვართ, ინტენსიურად ვითანამშრომლოთ უმრავლესობასთან, განსაკუთრებით, საგარეო საქმეებსა და თავდაცვის სფეროში. ჩვენი სურვილია პროგრესის გაგრძელება. არ იქნება სწორი კონკრეტული ადამიანების მოშორება იმ საბაბით, რომ ისინი სხვისი დანიშნულები არიან. მე ვიყავი ახალი პრეზიდენტი და ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ძალიან ბევრი ელჩი კიდევ მრავალი წელი მუშაობდა, ზოგიერთი მათგანი ახლაც კი მუშაობს. ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების გაგრძელების საკითხია. დიპლომატების გასაზრდელად და დიპლომატიური სკოლის შესაქმნელად, ქვეყნებს ასწლეულები სჭირდება. ჩვენ ძალიან სწრაფად მოგვიწია ამის გაკეთება და საუკეთესო კადრები გვყავს. ეს ხალხი საქართველოს ემსახურება და არა რომელიმე პარტიას. ჩვენ ვარდების რევოლუციის შემდეგაც არ შეგვიხედავს მათთვის პარტიული ნიშნით. პრაქტიკულად, ჩვენ ნანგრევები დაგვხვდა, მაგრამ ზოგი რამ მაშინაც არ იყო გადასაგდები. ახლა მით უმეტეს - როდესაც სახელმწიფო ავაშენეთ, როგორ შეიძლება ჩაქუჩით მივადგეთ მას და ხალხი დევნო იმისთვის, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდნენ", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.