პოლიტიკა
ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი შეუერთდა
დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ემზარ კვიცინია მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც თბილისში პარლამენტის შენობის წინ იმართება. "სანამ ემზარ კვიციანი იყო, მანამდე კოდორის ხეობა იყო დაცული, ჩვენ ძლიან კარგად ვიცით რომ 1994 წლის დადგენილებით ჯარის შეყვანა კოდორის ხეობაში არ შეიძლებოდა, ეს პირობა დაარღვია თვითონ სააკაშვილმა და კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი და მე სერიოზული ეჭვი მაქვს, ლოგიკით ასეა, რომ სააკაშვილმა გააკეთა რუსეთის საქმე, ანუ სააკაშვილი არის რუსეთის აგენტი. მან მისცა მიზეზი, რომ თვითონ გაეთავისუფლებინათ და პირწმინდად ჩააბარა კოდორის ხეობა, კითხვები მაქვს, რატომ ,- განაცხადა ჟაჭვლიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე უერთდებოდა თუ არა იგი აქციის მოთხოვნებს, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა:

"მე მოვედი ჩემს მეგობართან, ჩემს ძმასთან ემზარ კვიციანთან, მე უბრალოდ ხალხთან მივედი და დავსვი კითხვა- რატომ [მიესაჯა] ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს 7 და 4 წელი და ემზარ კვიციანს 12 წელი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რამდენჯერმე დაიბარეს სამართალდამცავებმა და არ გამოცხადდა და ის კანონზე მაღლა დგება, თავისუფლად დასეირნობს წინ და უკან, ის ადამიანი რომელიც ჩვენ შორიდან გველაპარაკება და რევოლუციით გვემუქრება, სააკაშვილზეა ლაპარაკი, როცა სამართლადამცავ ორგანოებთან არ გამოცხადდა ჩვენ ძებნილად გამოვაცხადეთ და სწორად გამოვაცხადეთ, იგივე კითხვა მაქვს ოქრუაშვილთან დაკავშირებითაც",- ამბობს ჯაჭვლიანი.

ემზარ კვიციანის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ემზარ კვიციანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315–ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) ქონდა წაყენებული.

ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. კვიციანი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გადავიდა.

საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა. მას ბრალი ამბოხებასა და ტერორიზმში ედებოდა. ემზარ კვიციანი 2014 წლის 28 თებერვალს, თბილისში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.