პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ჩვენ ვიზრუნეთ, რომ ბაჩო ახალაიას თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო
ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ბაჩო ახალაიას თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების #7 საპყრობილეში, სადაც დღეს ბრალდებულ ბაჩო ახალაიას გადაყვანა მოხდა, ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე მეტად არის დაცული. "მესმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც არსებობს ამ საქმის მიმართ. ბაჩო ახალაია შესახლებულია #7 საპყრობილეში, რადგან ეს არის სივრცე, სადაც ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე კარგად არის დაცული. ის არის აბსოლუტურად იზოლირებული არა მხოლოდ დანარჩენი პატიმრებისგან, არამედ მთლიანი შენობისგან. შენობის იმ ნაწილში, სადაც ბაჩო ახალაია არის შესახლებული, არავინ ცხოვრობს. ზოგადად, აქ არის ძალიან მცირე რაოდენობა პატიმრების და შესაბამისად, პატიმრებისგან რაიმე საფრთხე არ არსებობს. პირობები არის ძალიან ნორმალური. იქ სამი ოთახია თავის დერეფნიანად. დამონტაჟებულია კამერები, რომლებიც უთვალთვალებს მის იქ ყოფნას. ამ კამერების შესახებ თავადაც იცის და თავის დროზე ხელი აქვს მოწერილი. დაცვა ჰყავს ორივე მხრიდან. სეირნობისას ის აბსოლუტურად იზოლირებულია ყველა დანარჩენი პატიმრისგან. ეს არის ის პირობები, რომელშიც ის ცხოვრობს და რომლის გამოც გადავწყვიტეთ ის შესახლებულიყო მეშვიდე საპყრობილეში. სხვა ნებისმიერ საპყრობილეში მისი უსაფრთხოება იქნებოდა ასევე დაცული, მაგრამ იქ ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანი ჰყავს და ყვირილისგან და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან ის დაცული არ იქნებოდა. ჩვენ ვიზრუნეთ მის უსაფრთხოებაზე და ასევე იმაზე, რომ მას თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო და ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა #7 საპყრობილეში", - აღნიშნა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაია
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები