რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი თავის მნიშვნელობას კარგავს,- ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გააკეთა.
მისი თქმით, შეთანხმების გაფორმებით რუსეთი ოკუპირებული რეგიონის იურიდიულ ანექსიას ახდენს, რის შედეგადაც მოლაპარაკებები აზრს კარგავს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების გაფორმებით ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელება შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს.
მასალის გამოყენების პირობები