"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლის უფლებას ითხოვენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა აღიშნა
ულიმიტოდ შესვლის უფლება უნდა მიეცეს რამდენიმეკაციან ჯგუფს. თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, "რიგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უმცირესობის მხრიდან". განმარტა მინაშვილმა
მისივე თქმით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტენსიურად აწვდიან.
უმცირესობის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ მინისტრ სოზარ სუბარის დღევანდელი უარი ბაჩო ახალაიას #7 დაწესებულებიდან გადაყვანასთან დაკავშირებით ცინიკური პასუხია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებებზე.
მასალის გამოყენების პირობები