Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/553726_494196683944051_1010771351_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/553726_494196683944051_1010771351_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/553726_494196683944051_1010771351_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/553726_494196683944051_1010771351_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მქონდა უფლება იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ჩემს პრეროგატივაში დარჩენილიყო
ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ მას უფლება ჰქონდა მის პრეროგატივაში დარჩენილიყო იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები. "მე, როგორც პრეზიდენტი ვიმედოვნებ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა იქნება. ჩვენ მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება და გვსურს ყველა ინსტიტუტმა ისე იმუშაოს, როგორც საჭიროა. მე არ ვიყავი ვალდებული პროკურატურა ახალი მთავრობისთვის გადამეცა, ასევე მქონდა უფლება ჩემს პრეროგატივაში დარჩენილიყო იუსტიციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, მაგრამ მე ესენი მათ გადავეცი.ძალიან მაწუხებს ის, რომ მაღალი ტრიბუნიდან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. როცა ჩვენი მთავრობის მიზანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, ამგვარი შემაშფოთებელი შეფასებების მოსმენა ნამდვილად არ მახარებს. ვიმედოვნებ, რომ ეს დროებითია. ველოდებით იმ დაპირებების შესრულებასაც, რაც ახალმა მთავრობამ ჩვენს ხალხს მისცა. ეს ეხება კონსტიტუციური წესრიგის დამყარებას. საარჩევნო დაპირებების შესრულებას - უკეთესი პირობების შექმნას ჩემი მრავალეთნიკური მოსახლეობისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ამასთან  მიხეილ სააკაშვილმა ახალ მთავრობას თანამშრომლობისკენ ბრიუსელიდანაც მოუწოდა. "ჩვენი დიდი სურვილია და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისკენ. ქვეყნის შიგნით უამრავი პარტიული უთანხმოებაა, შესაძლოა, ბევრი რამ მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ არ უნდა ვიყოთ გულგრილი და უგულებელვყოთ ჩვენი ერის სურვილი, რომელსაც ევროპულ ჩარჩოებში თანამშრომლობა ჰქვია. აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს და მივიღოთ ევროპული პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მივაღწიეთ სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ახლა გვჭირდება, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი პროგრესის გზით წავიდეს. ჩვენ უკვე მივუახლოვდით ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირთან. ამ მხრივ, საქართველოს არ აქვს ალტერნატივა. ევროკავშირთან დაახლოება არ არის პარტიული არჩევანი, ეს გზა ხალხმა აირჩია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მომავლისთვის. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და თქვენთან შეხვედრა, მისთვის ინფორმაციულად საკმაოდ ღირებული იყო. საკუთარი გამოცდილება ჩვენ გავუზიარეთ ახალ მთავრობას. იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება, მოხარული ვიქნები, მომდევნო წლის განმავლობაში, ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თუ ისეთი სახის თანამშრომლობას შევძლებთ, რომელიც დაეფუძნება გამოცდილების გაზიარებას, აღმშენებლობას, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ",  - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ, მარტინ შულცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.