Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/images-cms-image-0000105871.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/images-cms-image-0000105871.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/images-cms-image-0000105871.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/images-cms-image-0000105871.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მომიტორინგის ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ბაჩო ახალაია #7 დაწესებულებიდან უნდა გადაიყვანონ
სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ნაწილი მიიჩნევს, რომ  ბაჩო ახალაია #7 დაწესებულებიდან უნდა გადაიყვანონ. მონიტორმა ნინო ზურიაშვილმა აღნიშნა, რომ  აუცილებელია დაარწმუნონ ახალაია რომ უსაფრთხოდ არის, ან გადაიყვანონ.  ასევე მონიტორინგის წევრი სოსო მანჯავიძე, რომელიც ახალასიათნ იმყოფებოდა , მიიჩნევს, რომ ახალაია აღნიშნული დაწესებულებიდან უნდა გადაიყვანონ, რაც ამ დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრების მოთხოვნაცაა. "დაწესებულებაში მყოფი პატიმრები საუბრობენ შესაძლო პროვოკაციაზე, ითქვა - ვინმეს რომ მოუნდეს ბაჩო ახალაიას თავიდან მოცილება, იმის გამო, რომ მისგან არასასურველი ინფორმაცია არ გამოვიდეს, ადვილია ეს ქურდებს გადააბრალოს. ეს ესმით პატიმრებს და ამბობენ, რომ ახალაია უნდა მოაცილონ დაწესებულებიდან. ამასთან, პატიმრები მორალურ დისკომფორტს განიცდიან, როდესაც გვერდით ეგულებათ თავიანთი უბედურების ნაწილი ახალაიას სახით", - განაცხადა სოსო მანჯავიძემ. მონიტორინგის კიდევ ერთი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით კი, ბაჩო ახალაია ან ე.წ. მატროსოვის ციხეში უნდა იყოს გადაყვანილი, სადაც 19 სექტემბრის შემდეგ დაკავებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წევრები არიან მოთავსებული, ან #7 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სხვაგან უნდა გადაიყვანონ და სწორედ #7-ში მოხდეს სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის დაკავებული პატიმრების განთავსება, ბაჩო ახალაიასთან ერთად. მისივე თქმით, #7 დაწესებულება გასული საუკუნის 1970-იან წლებში აშენდა და 72-საათიან პატიმრობაზე იყო გათვლილი. იქ მოთავსება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არასათანადო მოპყრობის ტოლფასია ამიტომ გამომდინარე, აქ განთავსებული პატიმრები მძიმედ დაავადებულები არიან. "გაუგებარია ჩემთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებები, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ახალაია სხვა დაწესებულებაში ნაკლებად იქნება დაცული, თუ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ აქ ვინმე არ ენდობა მატროსოვის დაწესებულების დირექციას, რეჟიმისა და უსაფრთხოების უფროსებს, იქ მომსახურე პერსონალს, მაშინ ესეც ღიად უნდა ითქვას. ჩემი აზრით კი, ყველა დაწესებულება უნდა იქნეს სათანადოდ დაცული.არ ვამახვილებ ყურადღებას ცალკე ქურდულ სამყაროზე, თუმცა მათი წარმომადგენლების ჯანმრთელობა უკიდურესად რთულია. ამასთან, ახალაიას განთავსებას ამ დაწესებულებაში მოჰყვა ის, რომ პატიმრები მესამე სართულიდან - მეორეზე ჩაიყვანეს, სადაც მზის სხივი არ აღწევს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.