Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/parlamentis-sxd3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/parlamentis-sxd3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/parlamentis-sxd3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/parlamentis-sxd3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
პარლამენტი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტში ინიცირებულ ”ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს დღეს, პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები განიხილავს. კომიტეტების გაერთიანებული სხდომა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის დაინიშნა. ~ამნისტიის შესახებ~ კანონპროექტის ინიცირება, რომლის საფუძველზეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისგან ~სისხლის სამართლის კოდექსით~ გათვალისწინებულ დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების ნაწილი გათავისუფლდება, პარლამენტში 12 ნოემბერს მოხდა. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სასჯელისგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდებული პირები სასჯელის ვადისა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად. სასჯელისაგან თავისუფლდებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთაშეფარდებული მსჯავრდებულები. ამ მიმართულებით ამნისტია ~სისხლის სამართლის კოდექსის~ მხოლოდ 15-მდე მუხლით მსჯავრდებულ პირს არ შეეხება. ასევე, პროექტის მიხედვით, სასჯელისგან თავისუფლდებიან მიმდინარე წლის 6 ნოემბრამდე გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები, ხოლო ამავე პერიოდამდე ჩადენილ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა, აგრეთვე გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთა გამო აღძრული საქმეები ყველა საგამოძიებო ორგანოში შეწყდება. მათ არც სასამართლოები განიხილავენ. გაუნახევრდებათ სასჯელი არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სსკ-ის რიგი მუხლების საფუძველზე. პროექტის ერთ-ერთი მუხლის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო, ამნისტიის აქტის მიღების დღემდე დაპატიმრებულ ყველა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს მოსახდელი (დარჩენილი) სასჯელის ვადა 1/3-ით უნდა შეუმცირდეს. დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით სხვადასხვა მუხლებით შეფარდებული სასჯელის შემთხვევაში, ამნისტია თითოეული მუხლით დანიშნული სასჯელისათვის ცალ-ცალკე იმოქმედებს. ~ამნისტიის პროექტი~ ნასამართლეობის მოხსნასაც ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ნასამართლეობა, მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემდეგ, მის საზოგადოებაში სრულყოფილად ინტეგრაციისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ბოლო წლებში სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენთა ნდობის დაბალი მაჩვენებლის ფონზე კი, ~ამნისტიის პროექტის~ ინიციატორებს ამნისტირებულ პირთათვის სასჯლისგან გათავისუფლების პარალელურად ნასამართლობის მოხსნაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ. ამნისტია არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ძირითადი სასჯელი სახით ჯარიმა იქნა შეფარდებული. ასევე დამატებითი სასჯელი, რომელიც თავის დროზე ამნისტირებულ მსჯავრდებულებს შეეფარდათ, ძალაში რჩება და კანონის ამოქმედება მასზე არ გავრცელდება. ~ამნისტიის შესახებ~ კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. წყარო: „ინტერპრესნიუსი“
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.