პოლიტიკა
ლიტვა უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს
ლიტვის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია. უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. მისი თქმით, ლიტვა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს. პეტრო პოროშენკოს განცხადებით კი, უკრაინაში NATO-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. "ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ უკრაინელი ოფიცრები მონაწილებას მიიღებენ ლიტვაში საერთაშორისო ძალების მომზადებაში. უკრაინა და ლიტვა შეთანხმდნენ სამხედრო თანამშრომლობაზე, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების მოწოდებაზე. უკრაინელ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, NATO-ში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყვიტოს", - აცხადებს პოროშენკო. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე კი აღნიშნავს, რომ ლიტვამ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმის გზით გადაწყვიტა. "მხოლოდ ხალხის გადასაწყვეტია, სად წახვალთ, ამაში ხელს ვერავინ შეგიშლით. ლიტვა მზადაა, გაგიზიაროთ გამოცდილება ყველა სფეროში. ვითანამშრომლებთ სამხედრო სფეროშიც, გავწვრთნით სამხედროებს ერთობლივი დაჯგუფებისთვის, რომელიც უკრაინასთან და პოლონეთთან ერთად შევქმენით. ჩვენ მზად ვართ, თქვენი სამხედროები სამკურნალოდ მივიღოთ", - თქვა გრიბაუსკაიტემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.