პოლიტიკა
ირაკლი ალასანიამ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე"ამერიკის ხმასთან" ისაუბრა
არც ამერიკაში და არც ევროპაში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ჩემი და ჩემი პარტიის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია განხორციელდა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. 
"ეს რომ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია იყო ჩემს წინააღმდეგ ან იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ ფორმირდებოდა, არავის არ ეპარება ეჭვი არც ამერიკაში და არც ევროპაში. როგორც გახსოვთ, გავატარეთ ცვლილებები და მე დავბრუნდი პარტიაში, ეს კი წინასწარ ცნობილი იყო ჩვენი ახლანდელი ოპონენტებისთვის", - განაცხადა ალასანიამ.  მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე შეექმნა. 
"მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსისგან არ გადაუხვევია, არამედ შეიქმნა საფრთხე იმ ნაბიჯებით, რომელიც გადადგა პროკურატურამ და ამით ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასაც შეექმნა საფრთხე. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მომავალში, იმ ვითარებაში როცა ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ძალას, გვექნება საშუალება გავაკონტროლოთ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, არ მიეცემა საშუალება არავის, არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ საქართველომ იმ კურსიდან გადაუხვიოს, რომელიც ხალხის არჩევანით ევროპაშია", - აღნიშნა ალასანიამ. 
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი დასავლური ღირებულებების სასარგებლოდ გააკეთა.  "პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა და რაც ვერ გაიგეს ჩვენმა ოპონენტებმა რუსეთში, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი დასავლური ღირებულებების სასარგებლოდ. ეს იყო ჩვენი საზოგადოების არჩევანი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და რომ ყველა მთავრობა უნდა შეეხიდოს ამ არჩევანს. ამიტომ, ამ არჩევანს საქართველოს ვერ გადაახვევინებს ვერავინ და ეს არის შეუქცევადი. ამას ვერ შეცვლის ვერც რუსეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაცია თუ პუბლიკაცია", - აღნიშნა ალასანიამ. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.