პოლიტიკა
უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს. როგორც უკრაინული გამოცემა kyivpost-ი წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად აშშ-ში, ტაფტის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.
როგორც გამოცემა წერს, საჯარო სამსახურში პროფესიონალების ნაკლებობამ, უკრაინის მთავრობა აიძულა საზღვარგარეთ ეძებოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ.ამ დროისთვის უკრაინის კანონმდებლობა უცხოელებს უფლებას არ აძლევს, მთავრობაში თანამდებობები დაიკავონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დათანხმდებიან უკრაინის მთავრობაში მუშობას, მათ უკრაინის მოქალაქეობა უნდა მიიღონ. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობა ნებადართული არ არის.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს პარლამენტს მიმართა, ნება დართონ უცხოელებს მთავრობაში პოსტები დაიკავონ. გარდა ამისა, მან კანონმდებლებს თხოვნით მიმართა, წარმოადგინონ იურიდიული ინსტრუმენტები, რომლებიც უკრაინის მთავრობაში დასაქმების კანდიდატებს მიანიჭებს უკრაინის მოქალაქეობას სპეციალური დადგენილებების მეშვეობით.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები