Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/5362irakliii1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/5362irakliii1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/5362irakliii1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/5362irakliii1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი - ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ თითიდან არის გამოწოვილი
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით  ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გლდანის #8 დაწესებულების ე.წ. კარანტინში, ბიძაშვილთან, იოსებ გიგუაშვილთან ერთად იმყოფება. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის წევრია, ირაკლი ოქრუაშვილმა გლდანის ციხეში მოინახულა . როგორც ოქრუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იგი საქართველოში დღეს დილით, 05:00 საათზე დაბრუნდა და საზღვრის გადმოკვეთისთანავე ბიძაშვილთან ერთად დააკავეს და მასთან ერთად განათავსეს საკანში. ამასთან, ოქრუაშვილის თქმით, მის ბიძაშვილსაც იმავე  ბრალდებას უყენებენ, რასაც მას. ოქრუაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ჰქონდა მიღებული და ელოდა მოვლენების ზუსტად ისე განვითარებას, როგორც განვითარდა. "ჩემს წინააღმდეგ 6 ეპიზოდთან დაკავშირებით არის საქმე აღძრული და ზუსტად ვიცოდი, რომ როგორც კი ჩამოვიდოდი, მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ამ პროცედურებს შეგუებული ვიყავი. ეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა მომხდარიყო და ვარჩიე, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ თვეში დავბრუნებულიყავი საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი და ამინისტიის პროექტი მისთვის არანაირ შეღავათს არ იძლევა. "თუკი საპარლამენტო კომიტეტი მიიღებს იმ დადგენილებას, რასაც გეგმავს, ამის მიხედვით, მე უფლება მომეცემოდა,  საზღვარი გადმომეკვეთა დაუბრკოლებლად, მერე კი ისევ მედავა სასამართლოში. რომც შევიდეს ეს დადგენილება ძალაში, ჩემთვის არაფერს არ შეცვლიდა. ასე რომ, ადრე თუ გვიან ეს პროცედურები გასავლელი მქონდა და რაც მალე დავიწყებდი, მით უკეთესი იყო", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, ყველა საქმე, რაც მის წინააღმდეგ არსებობს, თავიდანვე განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მძიმე დანაშაულები დაეკისრებინათ. ოქრუაშვილის განცხადებით, ყველა ეპიზოდი თითიდან არის გამოწოვილი. "როდესაც 2007 წელს დამაპატიმრეს, ტაქტიკა იყო, რომ მაქსიმალურად დაემძიმებინათ ჩემთვის ბრალი. 2011-ში შეცვალეს ტაქტიკა და გადატრიალების მუხლი წამიყენეს. ყველას ახსოვს, რაც ხდებოდა და მივიჩნევ, რომ ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილი იყო", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. რაც შეეხება მის წინააღმდეგ ექვს ეპიზოდს, როგორც ოქრუაშვილმა განმარტა, ექვსი ეპიზოდიდან ერთი საქმის განხილვა დღეს იგეგმება. სამი საქმე შემოსავლების სამსახურში თაროზეა შემოდებული, ერთი კი სასამართლოშია,  ასევე თაროზე. "ჩემს წინააღმდეგ არსებული საქმეები გაჩერებულია, მხოლოდ ერთი საქმეა, რომლის მიხედვითაც მომესაჯა 11 წელი. ვაპირებ, რომ ყველა საქმესთან დაკავშირებით აქტიურობა დავიწყო. ამასთან, 11-წლიანი სასჯელის შესახებ ვაპირებ სააპელაციო პროცედურების დაწყებას, რასაც ალბათ რამდენიმე თვე დასჭირდება და შეგუებული ვარ რამდენიმეთვიან პატიმრობას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. მის ინტერესებს ადვოკატები ზვიად კორძაძე, დავით კორკოტაშვილი და მამუკა ჭაბაშვილი დაიცავენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.