Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/20121114013731kalandadze-giorgii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
სასამართლომ გიორგი კალანდაძე გირაოს გარეშე გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე გირაოს გარეშე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო პროცესზე პროკურატურამ გიორგი კალანდაძის ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. სასამართლო პროცესი პროკურორსა და კალანდაძის ადვოკატ გოგიტა გაბაიძეს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, პროკურორმა ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ რის საფუძველზე აცხადებს ბრალდების მხარე, რომ კალანდაძის მხრიდან ქვეყნის დატოვებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს.გოგიტა გაბაიძემ პროკურორს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა კალანდაძის უცხოეთში მყოფი ახლობლების ვინაობა დადგენილი, თუმცა პროკურორმა ვერც ერთი ასეთი ახლობლის ვინაობა ვერ დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, საქმეში ახალი ჩართულია და მასალებს კარგად არ იცნობს. კალანდაძის ადვოკატმა აღმკვეთ ღონისძიებად არასაპატიმრო სახე მოითხოვა, რაც გულისხმობს 3-ათასლარიან გირაოს. თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება ერთი საქმის ნაწილია და, შესაბამისად, გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო პროცესის შემდეგ გიორგი კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებთან განმარტებაც გააკეთა. მისი თქმით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არ შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიება იქიდან გამომდინარე, რომ კალანდაძეს აღნიშნულ საქმეზე 9 და 13 ნოემბერს უკვე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს თანხის გადახდა. ადვოკატის განმარტებით, საქმე არის ერთი და იგივე, თუმცა კალანდაძეს ბრალი დაუმძიმდა. "სასამართლომ განმარტა, რომ ახალი ბრალის წარდგენა არ არის იმის საფუძველი, რომ ბრალდებამ სასამართლოს მიმართოს დაკავების მოთხოვნით", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ. პროკურატურას აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში – 48 საათში შეუძლია, თუმცა არა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის, არამედ აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით. გიორგი კალანდაძის სასამართლო პროცესს დღეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, მათ შორის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც ესწრებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.