Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/shsssssssss.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პროკურატურიდან რიგი საქმეები შსს-ს კომპეტენციაში გადადის
პროკურატურის საგამოძიებო კომპეტენციას დაქვემდებარებული რიგი საქმეები შსს-ს საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაში გადადის. საუბარია ~სისხლის სამართლის კოდექსის~ 332-ე, 335-ე, 337-ე, 342-ე, 377-ე, 377/1-ე, 377/2-ე და 381-ე მუხლებით განსაზღვრულ დანაშაულებზე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას, სამსახურებრივი გულგრილობას, აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებას, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობას, მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობას, განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ან მის შესრულებისთვის ხელშეშლას გულისხმობს. ~სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე~ იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და ზემოთაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული საქმეების გამოძიების პრეროგატივა პროკურატურიდან შსს-ს საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაში გადადის. თავის მხრივ პროკურატურას სსკ-ის 194-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან (ფულის გათეთრება) დაკავშირებული საქმის ძიების უფლებამოსილება დარჩა. ამასთან, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის, მთავრობის წევრის, მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.