უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ალექსანდრე კვიტაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ბრძანება გამოსცა.ამის შესახებ იგი ტვიტერზე წერს.
პოროშენკოს ცნობით, უკრაინის მოქალაქეობას ასევე მიიღებენ ლიტველი აივარას აბრომავიჩუსი და ნატალი იარეშკო.
პოროშენკოს ბლოკს კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა სურს და მისი კანდიდატურა პარლამენტს უკვე შესთავაზა.უკრაინის მთავრობაში მინისტრის პორტფელებს სავარაუდოდ აბრომავიჩუსი და იარეშკოც მიიღებენ.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველია.
მასალის გამოყენების პირობები