Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/551410_487168787989785_906288453_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი-ტარიფების განახევრება არ გამოვა
ბიძინა ივანიშვილი გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრებაზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ "ეს არ გამოვა". როგორც პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას  განაცხადა, ტარიფებთან დაკავშირებული პროცესი გაჭიანურდა, რადგან ახალმა მთავრობამ ფასწარმოქმნაში ბოლომდე გარკვევა ჯერ ვერ მოახერხა. "ტარიფების განახევრება, რასაც ველოდი, არ გამოვა და როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით. საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტი ირაკლი კოვზანაძე და მისი მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი ელექტროენერგიასთან დაკავშირებით თურქეთში თურქულ კომპანიას ხვდებიან. გარდაბანში დაგეგმილი იყო თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 200 მილიონ დოლარზე მეტი ჯდებოდა. ეს "ინტერ რაოსს" უნდა დაეფინანსებინა იმ საინვესტიციო თანხიდან, რომელსაც ელექტროენერგიის 16-თეთრიანი ტარიფი მოიცავდა. 16 თეთრში მოიაზრება საინვესტიციო თანხა, რომელიც აუცილებელია და რომელიც ყოველთვის შედის ტარიფში – ეს არის სისტემის სრულყოფის თანხები. ამ თანხიდან "ინტერ რაოს" უნდა დაეფინანსებინა შესატყვისი მშენებლობა გარდაბანში", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ამის მიუხედავად, 50 მილიონი გადახდილია საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც მშენებლობასთან კავშირი არ აქვს და მთავრობა ცდილობს ამ ხელშეკრულების დარღვევას დანაკარგების გარეშე. "ტენდერიც გაუგებრად იყო ჩატარებული. ჩვენ გვინდა გავწყვიტოთ ხელშეკრულება და თავიდან გამოვაცხადოთ ტენდერი. შესაძლოა, აშენებასაც ცვლილებები შეეხოს. ამ საკითხებს შევისწავლით. შესყიდვებსა და ტრანზიტებშიც ბევრი კითხვებია. ტარიფი, შეიძლება შევამციროთ, მაგრამ განახევრება არ მოხერხდება. მოვახერხებთ მოსახლეობის მეტ სუბსიდირებას, რომ აქედან მიიღონ შეღავათი. ტარიფების განახევრებაზე უარს ვამბობ", - განაცხადა ივანიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.