Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/shinagan-s1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/shinagan-s1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/shinagan-s1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/shinagan-s1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
შსს თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მერიის მიერ "ჰერმესთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებთან და გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ.
"სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით, ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას. საზოგადოებისთვის ეს მეთოდები კარგად ცნობილია და ამაზე ამომრჩეველმა მკაფიო უარი თქვა 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელი პროვოკაციაზე საუბრობს. ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. 
როგორც ბაჩო დოლიძე აცხადებს, მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მერიას შპს "ჰერმესის" ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი.
"აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ რომ შპს "ჰერმესის" საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს აღნიშნული შპს-ის მიერ ხალხის კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა ხდება. ასევე, მიზნის მისაღწევად დაგეგმილია თამნამშრომლების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მხოლოდ ჟურნალისტის მიერ გადასაღებად მათთვის თანხის სეთავაზება. მოწოდებული ინფორმაციით მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მერის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით, გარკვეული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, უკანონო ქმედებების ჩადენაა მოსალოდნელი, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, მასობრივი აქციების ორგანიზება და საზოგადოებრივი მღელვარების პროვოცირებაა", -აცხადებს ბაჩო დოლიძე
ბაჩო დოლიძის თქმით, ირკვევა, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირისთვის, კერძოდ მინისტრის მოადგილისთვის. 
მერიამ "ჰერმესთან" დაკავშირებული პროვოკაციის შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.