Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/gudush1111-.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ღუდუშაურის კლინიკაში ბადრაგი პატიმრების დაპირისპირების შემდეგ გარდაიცვალა
ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ინციდენტი მოხდა, რომლის შემდეგ, სავარაუდოდ, გულის შეტევით 48 წლის ბადრაგი გარდაიცვალა. როგორც ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  მარინა გელანტიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც მედპერსონალიც შეესწრო. თუმცა ინციდენტის დეტალებს გამოძიება დაადგენს. მისი თქმით, პატიმრები ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს და მათ ზედამხედველობას 10-ზე მეტი ბადრაგი უწევდა. ინციდენტის შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი, მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებისა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. გელანტიას განცხადებითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და ინციდენტის დამსწრე ყველა პირი, მათ შორის მედპერსონალი, დაკითხვაზე იმყოფება. რაც შეეხება გარდაცვლილს, გელანტიას ინფორმაციით, სავარაუდოდ მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, იგი დაახლოებით 08.00 საათზე გარდაიცვალა. ინციდენტში მონაწილე პატიმრები   ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დააბრუნეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბადრაგის გარდაცვალებას ადასტურებს. სამინისტროს განმარტებით, სწორედ ექიმის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ბადრაგმა მოახდინა შესაბამისი რეაგირება, ხოლო ინციდენტის ამოწურვის შემდეგ ბადრაგი უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრები, რომლებიც გუშინ საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ქსნის დაწესებულებიდან იყვნენ გადაყვანილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.