Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/mishaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/mishaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/mishaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/mishaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - "ვარდების რევოლუციით" მოსულმა მთავრობამ შექმნა სისტემა, სადაც მთავრობები მიდიან ძალაუფლებაზე მოჭიდების გარეშე
"ვარდების რევოლუციიდან" 9 წლისთავს ქართული საზოგადოებისადმი მიმართვაში. მიხეილ სააკაშვილმა ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, ერთად წერონ "ერთიანობის და არა დაპირისპირების ისტორია". "ზუსტად 9 წლის წინ "ვარდების რევოლუციით" ახალი ერა დაიწყო ჩვენი საყვარელი ქვეყნის ისტორიაში. მაშინ ხალხმა ქუჩაში გამოსვლა არჩია გაყალბებულ არჩევნებსა და იმ სისტემას, რომელიც კორუფციაზე და გაუმჭვირვალობაზე იყო დამყარებული. ისინი ქუჩებში გამოვიდნენ კრიმინალთან, უსამართლობასთან, დამცირებასა და სიღარიბესთან დასაპირისპირებლად. მათ სურდათ, თქვენ გსურდათ, რომ საქართველო გამხდარიყო დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობას დაეფუძნებოდა, თქვენს შვილებს ჰქონოდათ ახალი პერსპექტივები და თქვენს ოჯახებს ეცხოვრათ შიშის გარეშე. თქვენ და ჩვენ ყველას გვსურდა საქართველო დაგვებრუნებინა იმ კეთილდღეობით აღსავსე ევროპული ერების ოჯახში, რომლისგანაც ის არასოდეს უნდა ყოფილიყო განცალკევებული. ამ 9 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ კარგად იცით, ჩვენ მრავალი კრიზისი გამოვიარეთ, ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა და ისინი ერთად გადავლახეთ. ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ წარმატებისა და წარუმატებლობის გემოც", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, 9 წლის განმავლობაში შეიქმნა ახალი სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, გაიხსნა ახალი გზა ჩვენი ერისთვის და ძირეულად შეიცვალა ის საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ. "2003 წლიდან ჩვენ გავხსენით ახალი გრძელვადიანი პერიოდი კოლექტიური შენებისა; შენების და კიდევ შენების. ჩვენ არ გვაქვს იმისი დრო და ენერგია, რომ ნგრევაზე მოვცდეთ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს: კეთილდღეობით აღსავსე, დემოკრატიულ ევროპულ სახლს ჩვენი ოჯახებისა და შვილებისთვის. ყველა ჩვენგანისთვის - უმრავლესობისთვის, უმცირესობისთვის, არაპოლიტიკური ადამიანებისთვის, ეს უნდა იყოს უმთავრესი და ერთადერთი ყურადღების საგანი: არა წარსულის აჩრდილები და პირადი მეხსიერებების მწარე გემო, არამედ სამომავლო დაპირებები, ჩვენი ხალხის იმედები მათი პირადი ცხოვრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ჩვენი ერის ძირითადი მიმართულება", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ვარდების რევოლუციით" მოსულმა მთავრობამ შექმნა სისტემა, სადაც ზრდა შესაძლებელია მდგრადი იყოს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ბედნიერების ძიება შიშის გარეშე, სადაც არჩევნების მოგება ან წაგება დემოკრატიულად შეიძლება, სადაც მთავრობები მიდიან და მოდიან ძალაუფლებაზე მოჭიდების გარეშე და სადაც ინსტიტუტები პოლიტიკურ ძალებზე, სოციალურ ჯგუფებზე და პირად ინტერესებზე მაღლა დგას. "ძვირფასო მეგობრებო: თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, მთავრობასთან, ბიუროკრატიასთან და ყველა სხვა ინსტიტუტთან ისე დრამატულად შეიცვალა, რომ წარსულში დაბრუნება შეუძლებელია. ქალბატონებო და ბატონებო, "ვარდების რევოლუციის" უმთავრესი მიღწევაა, რომ თქვენ იმდენად დიდი ძალა მოგეცათ და თქვენ იმდენად ძლიერი ინსტიტუტები შექმენით, რომ იმის მიუხედავად, ვინ მოიგებს ან წააგებს ზოგად ადგილობრივ არჩევნებს, ან იმის მიუხედავად, ვინ არის უმრავლესობა და უმცირესობა, თქვენი ლიდერები ანგარიშვალდებული არიან თქვენთან, განუხრელად მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან, რადგან თქვენ ერთადერთი მფლობელი ხართ თქვენი სახელმწიფოსი, ცხოვრების და მომავლის. თქვენი ლიდერები ვალდებული არიან შეასრულონ ის, რასაც დაგპირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება გულგატეხილი დარჩება. დღეს ხალხს აქვს ძალაუფლება და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან სოციალურ ელიტას. თქვენ ეს ბოლო არჩევნებისას აჩვენეთ და მომავალშიც აჩვენებთ. არაფერს შეუძლია ამის შეცვლა, არავის შეუძლია სახელმწიფოსა და ინსტიტუტების პრივატიზება, არც ერთ პოლიტიკურ ძალასა და სოციალურ ჯგუფს არ შეუძლია ჩვენი ისტორიის შემობრუნება და ისევ იმის მოპარვა, რაც ხალხს ეკუთვნის, არავის აქვს იმის ძალაუფლება, რომ შექმნან ან გააუქმონ უმრავლესობები, მთავრობები და ზოგადი პოლიტიკა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.