პოლიტიკა
დავით ონოფრიშვილი - რა პრობლემებიც აქვს ეკონომიკას, ლარის კურსის ცვლილებაში გამოიხატება
ზოგადად რა პრობლემებიც აქვს ეკონომიკას, ლარის კურსის ცვლილებაში გამოიხატება, - აღნიშნული განცხადება ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა გააკეთა. ონოფრიშვილი არ გამორიცხავს საკითხი პარლამენტის განსჯის საგანი გახდეს და დეპუტატებმა პასუხი და არგუმენტები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოსთხოვონ. "შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად, რა პრობლემებიც აქვს ეკონომიკას, ეს ლარის კურსის ცვლილებაშიც გამოიხატება. მსოფლიოში სრულიად ჯანმრთელი ეკონომიკა არავის აქვს. ეკონომისტებს უყვართ ავადმყოფთან შედარება – როცა პირი დაავადებულია მას შეიძლება მაღალი პულსაცია ჰქონდეს. საქართველოს ეკონომიკის პრობლემები ამ ეტაპზე ლარის კურსის ცვალებადობაში გამოიხატა და ცხადია, მას გარკვეული მკურნალობა სჭირდება. არის როგორც შიდა ასევე საგარეო ფაქტორები. გაცვლითი კურსის ცვლილება ყველა მეზობელ ქვეყანაში ხდება, დოლარი მყარდება, თუმცა რიგი ფაქტორები როგორიცაა ინვესტიციების სიმცირე, ექსპორტის შემცირება და იმპორტის გაზრდა ამაზე დამატებით გავლენას ახდენს. მარტივი მდგომარეობა არ არის, რადგან კურსი რეალურად შეიცვალა, მაგრამ არ მგონია კიდევ შორს წავიდეს – არის პიკის ფარგლებში", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი. კითხვაზე, ახდენს თუ არა გავლენას ლარის გაცვლით კურსზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ონიფრიშვილი განმარტავს, რომ ამაზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ მთავარი ფაქტორი არ არის. "ორი წელია რაც ბიუჯეტი არათანაბრად იხარჯება. ეს ბიუჯეტისთვის პრობლემაა და კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. კარგია მომავლისთვის ბიუჯეტის უფრო კარგი დაგეგმვა მოხდეს, რაც მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს არ ეხება. ეს ეხება იმ უწყებებსაც, რომლებიც დაფინანსებას ითხოვენ და საქმე საქმეზე რომ მივა, ფული ანგარიშზე არის, მაგრამ ვერ ხარჯავენ. ეს გარკვეული პრობლემაა, რაც 2 წელია გრძელდება და ამას მთავრობამ უნდა მიხედოს", - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.