უკრაინის კრიზისი და რუსეთის პოლიტიკა რეგიონში-ამ თემებზე ისაუბრებს გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში.
პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსი კონრად ზაშტოვტი აცხადებს, რომ ის არასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს არის საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გაგრძელება.
“პოლონეთი იმ ქვეყნების რიგშია, რომელსაც მტკიცე პოზიცია აქვს რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ საქართველოს ევროინტეგრაციისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. რიგის სამიტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოვისმენთ ინფორმაციებს ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
უნდა დავაფიქსიროთ არის თუ არა პროგრესი და კონკრეტული სარგებელი ასოცირების ხელმოწერიდან, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებიდან“-აღნიშნა კონრად ზაშტოვტმა.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ
პოლონეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს წარმატებული გამოცდილება ევროპულ ბაზარზე პოლონური კომპანიების აქტიური დამკვიდრების მიმართულებით.
მისი თქმით აუცილებელია ბიზნესის სწრაფი ადაპტირება ევროპულ სტანდარტებთან ამ კუთხით პოლონური გამოცდილება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტი ასევე შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და ის ვალდებულებები რაც ქვეყანას დოკუმენტის ფარგლებში აქვს აღებული.
მასალის გამოყენების პირობები