უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ავაკოვმა უარი თქვა ეკა ზღულაძის მოადგილედ დანიშვნაზე.
როგორ დეპუტატი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, მინისტრი ტელეფონით ესაუბრა ზღულაძეს, რომელიც 8 დეკემბერს გეგმავს კიევში ჩასვლას. უკრაინის დედაქალაქში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი არსენ ავაკოვს შეხვდება და პირადად განიხილავენ თანამშრომლობის დეტალებს.
გერაშჩენკო დარწმუნებულია, რომ ქართული რეფორმების გამოცდილებით, ეკა ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი, ალექსანდრე კვიტაშვილი უკვე უკრაინის მთავრობის წევრია. კვიტაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები