ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გვიან ღამით ადვოკატთან ერთად დატოვა.
როგორც ებანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად, დაკითხვა შემოსავლების სამსახურში მის საქმიანობას ეხებოდა.
"თემა ზოგადად ეხება შემოსავლების სამსახურში ჩემს საქმიანობას და წინა პერიოდსაც. დავიკითხე მოწმის სტატუსით. დაკითხვის პროცესმა კორექტულ ვითარებაში ჩაიარა. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დეტალებზე არ შემიძლია გესაუბროთ. მეც დაინტერესებული ვარ გამოძიების კარგად წარმართვით", - აღნიშნა ებანოიძემ.
დაიბარებენ თუ არა ჯაბა ებანოიძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ეს ებანოიძისთვის უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები