საგამოძიებო სამსახურები ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შვიდ დაწესებულებას ამოწმებენ. ამის შესახებ თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
“ 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და ამ მოტივით საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესულები არიან ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შემდეგ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში:
1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია;
2. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური;
3. ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;
4. სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური;
5. ააიპ - ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი;
6. ააიპ - თბილისის განვითარების ფონდი;
7. შპს „თბილსერვის ჯგუფი“:-ნათქვამია განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები