მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლს ძებნა ჯერ არ გამოუცხადებია
12:05 / 09.12.2014
მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლს ძებნა ამ დრომდე არ გამოუცხადებია. როგორც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ინტერპოლს ქართულმა მხარემ მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია."პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლს და ველოდებით გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე ინტერპოლს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოთხ საქმეზე აქვს წარდგენილი. 7 ნოემბრის საქმეზე კი, აღმკვეთი ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შუეფარდა. მასზე შიდა ძებნა უკვე გამოცხადებულია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები