Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/gunava1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
თენგიზ გუნავა ისევ პროკურატურაში დაიბარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ისევ პროკურატურაში დაიბარეს. თენგიზ გუნავას ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, გუნავასთვის არ განუმარტავთ, თუ რის გამო დაიბარეს, თუმცა უთხრეს, რომ  დაკითხვა წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით მოხდება. გუნავა პროკურატურაში 17:00 საათზეა დაბარებული. ამასთან, ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი გუნავას ნარკოტიკებთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ცნობილია. ონიანის ცნობით, გუნავამ ორი შემოწმება ჩაიტარა. "ერთი არის თმის ღერის ანალიზი, რომლის პასუხიც ცოტა გვიან იქნება. ასევე, მას ექსპერტის მიერ დაუთვალიერდა სხეული და ექსპერტმა დაწერა დასკვნა, რომ ამ ადამიანს ნანემსარი სხეულზე საერთოდ არ აღენიშნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს ინექცია, ანუ ნემსი საერთოდ არ მოუხმარია. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი დეტალი. ამოღებულია კამერები, სადაც ჩანს, როგორ მიდის გუნავა თავის სახლთან და ორ წუთში შს სამინისტროს მანქანები, რომელშიც გუნავა იჯდა, როგორ მიდიან სამინისტროსკენ. ამ დროს სამინისტროს მიერ დაკავების და ჩხრეკის ოქმში წერია, რომ ადგილზე, სადარბაზოსთან მას ჩაუტარდა დაკავება და ჩხრეკა, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ანუ,  ესეც აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან", - განაცხადა ონიანმა. თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და ნარკოტის მოხმარების ბრალდებით დააკავეს, რის შემდეგაც მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შემდეგ მან საჩივარი პროკურატურაში უკვე თავად შეიტანა. გუნავას თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უკანონოა და უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ამ უკანონობაში იღებდა მონაწილეობას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.