ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი იწყება. დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირისპირ დიალოგი გაიმართება.
კრემლსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას ოფიციალური თბილისი რუსეთის რიგით მეორე დიპლომატთან დაგმობს.
ქართული დელეგაცია დევნილების უპირობო დაბრუნებასაც მოითხოვს და პრევენციულ ზომებსაც მიიღებს იმ დოკუმენტის წინააღდეგ, რომლის გაფორმებას კრემლი ამჯერად დე ფაქტო ცხინვალთან გეგმავს.
ქართული მხარე ასევე რუსეთისათვის ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების დაკისრების საკითხს დააყენებს.
მასალის გამოყენების პირობები