Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/oqruashvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მნიშვნელოვან დეტალს ამხელს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დეტალს ამხელს. ეპიზოდი, რომელიც შესაძლოა, საქმის გამოძიებისას მნიშვნელოვან ჩვენებად იქცეს, ოქრუაშვილმა ადვოკატთან შეხვედრისას გაიხსენა. "რამდენიმე დღის წინ მე და ლალი მაროშკინამ ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი მოვინახულეთ. მასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, მაგრამ განსაკუთრებით ჟვანიას გარდაცვალების საქმე მაინტერესებდა. ოქრუაშვილმა კონკრეტიზაციისგან თავი შეიკავა, მაგრამ ერთი ეპიზოდი გაიხსენა და მითხრა: "ჟვანიას გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, მიხეილ სააკაშვილთან მივედი, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, მეგონა ნერვიულობდა და ხმა არ ამომიღია, მაგრამ უცებ თავი ასწია და მითხრა: ეს რა ჭირი მოვიშორეთო". ოქრუაშვილის თქმით, ეს მისთვის შოკი იყო", - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი,  ირმა ჭკადუა. ადვოკატის განმარტებით, ოქრუაშვილის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რომლითაც ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მომუშავე გამომძიებლები უნდა დაინტერესდნენ. "მე, როგორც ადვოკატი ვფიქრობ, რომ თუკი ოქრუაშვილი აღნიშნულს სამართალდამცველებთანაც დაადასტურებს, სერიოზული საფუძველი შეიქმნება იმისთვის, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ დაკითხვაზე დაიბარონ და მოსთხოვონ ახსნა-განმარტება, თუ რას გულისხმობდა ჟვანიას მისამართით ნათქვამ სიტყვებში", - აღნიშნა ადვოკატმა. ამასთან, ირმა ჭკადუას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებსაც უპასუხოს. ადვოკატი ირმა ჭკადუა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრია და ოქრუაშვილი სწორედ ჯგუფის ფარგლებში მოინახულა. მისი განცხადებით, ოქრუაშვილს აღნიშნული ეპიზოდის "საიდუმლოდ დატოვება" მისთვის არ უთხოვია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.