სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიურიო კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აფასებს:
„საინტერესოა ის ანგარიში, რომელიც ომბუდსმენმა მოამზადა. გამოქვეყნდა ეუთოს მონიტორინგის დასკვნა მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. ამ დღეს ნიშანდობლივია ის მოვლენებიც, რომლებიც განვითარდა დღეს შეერთებულ შტატებში და უკავშირდება ადამიანის უფლებებს. სენატის მიერ გამოქვეყბეულ მასალებში საუბარია იმ ტექნიკაზე, რომელიც უკანასაკნელ წლებში, 11 სექტემბრის შემდეგ გამოიყენებოდა ზოგი პატიმრის მიმართ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო წარსულში. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს შეცდომის აღიარება და გაიმართოს დისკუსიები ამ თემაზე.“ განაცხადა რიჩარად ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები