Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/prokuratura.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/prokuratura.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/prokuratura.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/prokuratura.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მთავარი პროკურატურა თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "2012 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიებით დგინდება, რომ თენგიზ გუნავა, 2012 წლის 06 ივლისიდან 2012 წლის 22 სექტემბრამდე, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად და იყო მოხელე. მან, 2012 წლის 11 აგვისტოს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო ავტომობილის საწვავის ტალონები და მიეთვისებინა. ამ მიზნით საქართველოს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმი"-ს საწვავის ტალონები და გადაეცა მისთვის. ზ. ჩოხელმა იმავე დღეს გასავლის ზედდებულით მიიღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმის" საწვავის ტალონები, საერთო ღირებულებით 6750 ლარი და გადასცა თ. გუნავას. მიიღო რა მითითებული 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები, თენგიზ გუნავამ გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, არ გამოიყენა სამსახურეობრივი დანიშულებისამებრ, არ გასცა დადგენილი წესით - ჩამოწერა და მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული საწვავის ტალონები მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. მანვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, კვლავ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა და მიითვისა. კერძოდ, 2012 წლის აგვისტოში, საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს მოსთხოვა მასზე გაეცათ დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 49500 ლარი, რაც თავის მხრივ ნ. ძიმცეიშვილმა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს მიხეილ ამირანაშვილს. თ. გუნავამ, აგვისტოს შუა რიცხვებში, თავის მხრივ ფულის აღება და მასზე გადაცემა დაავალა მის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს, ზაზა ჩოხელს. ამ უკანასკნელმა მიიღო რა 49500 ლარი, მაშინვე გადასცა თ. გუნავას. ოფიციალურად აღნიშნული თანხის მოთხოვნა თ. გუნავამ გააფორმა მოგვიანებით, რისთვისაც 2012 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ნ. ძიმცეიშვილის სახელზე შეადგინა პატაკი ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან 49500 ლარის გამოყოფაზე. თანხის მიღება გუნავას მიერ დადასტურებულია 2012 წლის 01 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერით. მითითებული თანხა თ. გუნავას მიერ გამოყენებული არ ყოფილა სამსახურებრივი საჭიროებისთვის, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობის თანხა - 49 500 ლარი მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ესე იგი თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და "დ" პუნქტებით და მესამე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. თენგიზ გუნავა ერთხელ უკვე იყო დაკავებული და  გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.