საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით
თეა თუთბერიძის ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფება , ყვირილისა და აგრესიული შეძახილების ხმა ისმოდა.
როგორც თუთბერიძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, ბაჩო ახალაიას მისამართით აგრესიულ შეძახილებს ე.წ. კანონიერი ქურდების მხრიდან ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და სასჯელაღსრულების მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ეცნობა.
ამასთან, უახლოეს ხანში ბაჩო ახალაიასთან შესვლას გეგმავს მისი ადვოკატი დავით დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები