უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარების გაყვანას სთხოვს. "გთხოვთ, შეაჩერეთ ცეცხლი. გთხოვთ, გაათავისუფლეთ ტყვეები. გთხოვთ, გაიყვანეთ თქვენი ჯარები ჩემი ტერიტორიიდან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ტონი ებოტთან შეხვედრისას გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს უკრაინასთან საზღვრის დაკეტვის თხოვნითაც მიმართა.
"გპირდებით, რომ თუ საზღვარს დაკეტავთ, ორი-სამი კვირის განმავლობაში ეს უკრაინაში მშვიდობასა და სტაბილურობას მოიტანს", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები