შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძის, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვის ძებნა ინტერპოლის მეშვეობით მოხდება.
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განაცხადებით, ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მათი ძებნა სწორედ ინტერპოლის მეშვეობით მოხდეს.
მისივე თქმით, აღნიშული პირებიდან ზოგიერთი სანდრო გირგვლიანის საქმეშიც ფიგურირებს. "გირგვლიანის საქმეში არის ახალი გარემოებები, ახალი ჩვენებები, ახალი ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია", - განაცხადა კბილაშვილმა.
ამასთან, მთავარმა პროკურორმა არ გამორიცხა, რომ გირგვლიანის საქმეში სხვა მაღალჩინოსნებიც გამოვლინდნენ, "რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირად არიან დაკავშირებულები ამ საქმესთან".
თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვისთვის საქართველოს შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალს დღეს დაუსწრებლად წაუყენებენ. ისინი ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები