როგორც რადიო „ათინათს“ საქართველოში აშშ–ს საელჩოდან აცნობეს 3–4 დეკემბერს თბილისს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში ბეი ფენგი ეწვევა. რეგიონში ვიზიტისას ქალბატონო ფენგი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოინახულებს. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე შეხვდება სტუდენტებს, ეწვევა ამერიკულ კუთხეებს, აშშ–ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აშშ–ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის მონაწილეებს.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ფენგს ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის 11–წლიანი გამოცდილება აქვს. სახელმწიფო სამსახურში შესვლამდე ის „ჩიკაგო ტრიბუნში“ დიპლომატიურ საქმეთა კორესპონდენტად მუშაობდა. უფრო ადრე ბეი ფენგი ჟურნალისათვის U.S. News and World Report ავღანეთისა (2001–02) და ერაყის (2003–04) ომებს აშუქებდა. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჟურნალისტური კარიერა U.S. News and World Report–ის პეკინის ბიუროს ხელმძღვანელის რანგში დაიწყო. 1999 წელს მან რობერტ კენედის სახელობის ჯილდო მიიღო სტატიისათვის „ჩინეთის მოტაცებული ცოლები“.
მასალის გამოყენების პირობები