Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/jalagoni2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/jalagoni2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/jalagoni2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/jalagoni2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
დავით ჯალაღანია: პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ყოფილა ზედაპირულად მიღებული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ყოფილა ზედაპირულად მიღებული და ქართული მხარე ინტენსიურ კონსულტაციებს ყველა მხარესთან აწარმოებდა. მისი განმარტებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან საუკუნოვანი კავშირი, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, თანაარსებობა და სახელმწიფოებრივი კავშირი არაბულ ქვეყნებთან და ისრაელთან. "ჩვენ მათ მეგობრობის თვალით ვუყურებთ და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი და ნგრევა იწვევს ჩვენს გულისტკივილს. ამ რეგიონში სტაბილურობის მდგრადი სიმშვიდის მიღწევა მოლაპარაკების გზით მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის ერთ-ერთ პრიორიტეტად. შესაბამისად აღნიშნული რეზოლუცია საქართველოს მიერ ამ ჭრილში განიხილებოდა. ჩვენ გავაგრძელეთ ეს პოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად გვქონდა აღიარებული", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ. მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1992 წელს საქართველოს პალესტინა ჰყავს აღიარებული. გარდა ამისა, ქართული მხარე რეგულარულად უერთდებოდა გაერო-ში წარმოდგენილ რეზოლუციებს, რომელიც ეხებოდა ჰუმანიტარულ საკითხებს და ყოველთვის გმობდა ძალადობას და ტერორს. როგორც დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რეზოლუციაზე თანხმობა შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, ხოლო გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით იქნა მიღებული და არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნულად ვინ იყო გაერო-ში იმ მომენტში და ვინ ასწია ხელი პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისარელი და აშშ. სტატუსის გაზრდა პალესტინელებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, ასევე ზრდის მათი მონაწილეობის დამაჯერებლობას გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებში და საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.