ევროკომისია საქართველოს მაკროფინანსური დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვისმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტი საქართველოსთვის 46 მილიონი ევროს დახმარებას ითვალისწინებს.თანხა 2015 წლის განმავლობაში ორი თანაბარი ტრანშის სახით გადმოირიცხება.
ფინანსური დახმარება ქვეყნის ბიუჯეტის ეკონომიკური რეფორმის განმტკიცებას, სოციალური ინკლუზიურობის გაზრდასა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოხმარდება.
„ევროკავშირი ეხმარება საქართველოს შეამსუბუქოს მისი ეკონომიკური ვალდებულებები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობებს - შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ვიდრე განახორციელებს ზრდაზე ორიენტირებულ რეფორმებს და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან,” - აცხადებს პიერ მოსკოვისი.
მასალის გამოყენების პირობები