კულტურის სამინისტროსთან საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი არქეოლოგიურ ძეგლზე სპეციალისტების დაშვებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ "არ ემ ჯი გოლდი" სამუშაოებს კანონდარღვევით ატარებს.
აქციის მონაწილეების თქმით, არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რის საფუძველზეც კომპანიას სამუშაოების წარმოების უფლება ჰქონდა. გარდა ამისა, კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები უკანონოა, რადგან სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები აუცილებლად მიიიჩნევენ, რომ "არ ემ ჯი გოლდმა" პირველ რიგში უნდა შეწყვიტოს აფეთქებები საყდრისში, რის შემდეგაც მოხდება იმ ზიანის შეფასება, რაც არქეოლოგიურ ძეგლს მიადგა. აქციის მონაწილეები ამ მოთხოვნებით კულტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები გეგმავენ კულტურის სამინისტროდან საყდრისის საბადოზე გადაინაცვლონ და იქ გააგრძელონ პროტესტი.
მასალის გამოყენების პირობები