საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგია, რომელსაც „ენგურჰესი“ გამოიმუშავებს, აფხაზეთს უნდა ეკუთვნოდეს.
როგორც საგარეო უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ეს რომ ასე მოხდეს, ტექნიკურად შეუძლებელია.
„აუცილებლად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად 20 წელზე მეტი კონფლიქტისა, ენერგოსფეროში თანამშრომლობა რა სტატუსკვოც ჰქონდა ენგურს და როგორც მუშაობდა ეს კაშხალი, სამაგალითო იყო. მეც მოვისმინე დარგის სპეციალისტების შეფასება და მაქვს რწმუნება, რომ ამ საკითხს არაფერი ემუქრება, რადგან ეს არის ჩვენი კუთვნილება“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები