პოლიტიკა
უჩა ნანუაშვილი - პატიმართა გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია
2014 წელს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, წლის განმავლობაში დაფიქსირდა სუიციდის ხუთი სავარაუდო ფაქტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ მხრივ პროგრამები ასამუშავებელია.
მთავარი პრობლემა კი, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, წლის განმავლობაში იყო ის, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სათანადო გამოძიებები არ ტარდებოდა.
"ეს ეხება უშუალოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე პროკურატურას, რომელმაც გამოძიება უნდა ჩაატაროს. არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, არც ერთი საქმე რეალურად ბოლომდე არ მისულა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები