Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/sasamartlo8297.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/sasamartlo8297.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/sasamartlo8297.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/sasamartlo8297.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ასლან აბაშიძის სასამართლო პროცესი 26 დეკემბერს ჩაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 26 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთი წლის წინ დაწყებული საქმის განხილვა გაგრძელდა. ასლან აბაშიძის, დავით ხალვაშის, ეგუჯა ჯინჭარაძის, ჯემალ გოგიტიძის, იოსებ გოგიტიძის და ამირან კურცხალიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს აღიძრა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით ორი მოწმე, გიორგი აივაზოვი და მამუკა აბულაძე დაკითხა. როგორც პროკურორი რამაზ შავაძე განმარტავს, საქმესთან დაკავშირებით კიდევ 50 ადამიანი დაიკითხება. "საქმე არის 37-ტომიანი. ასლან აბაშიძეს ბრალი ედება ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობაში, ჩოლოქისა და ქაუთის ხიდების აფეთქებაში, ოაზისთან აფეთქებაში. ასევე, უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაში. აბაშიძის მიმართ გამოტანილია ერთი განაჩენი, მას ეკონომიკური დანაშაულისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა", - აღნიშნა რამაზ შავაძემ. ასლან აბაშიძის ადვოკატის ლევან სამუშიას თქმით კი, ვერ დასტურდება აბაშიძის ბრალეულობა. "წარმოდგენილი ბრალდებებით ვერ დასტურდება ასლან აბაშიძის ბრალეულობა. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ბრალდებების უსაფუძვლობას დავადასტურებთ", - აღნიშნა ლევან სამუშიამ. ასლან აბაშიძე 2004 წლის მაისიდან რუსეთში იმყოფება. წლების განმავლობაში აბაშიძის ინტერესებს ადვოკატი შალვა შავგულიძე იცავდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.