Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/jigbbbefcuvdaviokrep.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/jigbbbefcuvdaviokrep.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/jigbbbefcuvdaviokrep.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/jigbbbefcuvdaviokrep.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
სახალხო დამცველის აპარატი - #7 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს ნორმალურ პირობებს
სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთათვის ნორმალურ და დამაკმაყოფილებელ პირობებს , - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს, რომელმაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან" ერთად აღნიშნულ დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგი განახორციელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მონიტორინგის დროს გაესაუბრნენ დაწესებულებაში განთავსებულ ყველა პატიმარს და დაწესებულების ადმინისტრაციას. "ამასთანავე, დათვალიერდა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და შეფასდა საცხოვრებელი პირობები. #7 დაწესებულებაში ძირითადად განთავსებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავოტორიტეტები. აღნიშნული საბაბით დაწესებულებაში წლების მანძილზე მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი და მრავალრიცხოვანი, ხშირად გაუმართლებელი აკრძალვები და შეზღუდვები. სწორედ ამ მიზეზით არ ხდება აქ განთავსებული მსჯავრდებულების გადაყვანა სხვა დაწესებულებაში და ისინი წლების მანძილზე დახურულ სისტემაში იხდიან სასჯელს. მონიტორინგის დროისთვის დაწესებულებაში განთავსებული იყო 35 მსჯავრდებული, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ ცხრამეტ საკანში. სპეციალური პრევენციული ჯგუფი დადებითად აფასებს #7 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესებას. აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ #7 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთათვის ნორმალურ და დამაკმაყოფილებელ საცხოვრებელ პირობებს. ასევე, აუცილებელია, უახლოეს მომავალში იქნეს უზრუნველყოფილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის #97 ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს ნებადართული ნივთების ნუსხას, შესაბამისი ცვლილებების და დამატებების შეტანა, რათა მსჯავრდებულებს მიეცეთ საშუალება, ამანათით მიიღონ სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები", - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ #7 დაწესებულების მრავალრიცხოვანი შეზღუდვები, ასევე, ის გარემოება, რომ აქ განთავსებული პირებისთვის წლების მანძილზე მიუწვდომელია ნახევრად ღია რეჟიმი, განსაკუთრებით გაუსაძლისს ხდის მსჯავრდებულთა ყოფას და მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.