Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/misha6.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პრეზიდენტმა 92 პატიმარი შეიწყალა
პრეზიდენტმა 92 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის გათავისუფლების რეკომენდაციითაც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიმართა. "საქმე ეხება მსჯავრდებულთა იმ ჯგუფს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ან უკიდურესად მძიმეა. თავიდან 137 მსჯავრდებულზე იყო საუბარი, თუმცა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასჯელაღსრულების სამინისტროდან დოკუმენტაცია 92 პატიმარზე შემოვიდა. პრეზიდენტმა დღეს ყველა მათგანის შეწყალების თაობაზე გამოსცა აქტი", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პატიმრები საპყრობილეებს დღეს დატოვებენ. "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასული რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიური მუშაობა გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის და გადაწყვეტილება სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად იყო მიღებული", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.