რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მთავრობის წევრებისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების შეხვედრის დროს განაცხადა.იუწყება რუსუსლი მედია.
"ჩვენ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას. დავამყარებთ მასთან კონტაქტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა რაღაცას გაარკვევს", - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის პირველი დიპლომატი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოსთან კონტაქტების წინააღმდეგი არასდროს იყო და მზად იყო კომპრომისებიც მოეძებნა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა აღდგეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში შეტანა. "არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში ელექტროენერგია რუსული კომპანიის მონაწილეობით შედის", - დასძინა ლავროვმა
მოსკოვი მზად არის განიხილოს საქართველოსთან რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხიც,-აღნიშნავს ლავროვი.
"ცოტამ თუ იცის, რომ რამდენიმე წელია, უკვე აღდგენილია ჩარტერული ავიამიმოსვლა. ცოტა ხნის წინ ასეთი რეისები გაიზარდა კიდეც. ჩვენ პრინციპში მზად ვართ, განვიხილოთ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხიც", - განაცხადა ლავროვმა.
როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები