სტრასბურგში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ვაშინგტონის გამოხმაურება მოჰყვა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯენ ფსაკის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
“კენჭისყრა არის იმ მზარდი ნდობის დემონსტრირება, რომელიც ევროპას საქართველოს მიმართ აქვს და ქვეყნის მიერ მთელი რიგი რეფორმების მუდმივი განხორციელების დამადასტურებელი. შეერთებული შტატები უერთდება ევროკავშირს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში,” - განაცხადა ფსაკმა.
მასალის გამოყენების პირობები