საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა .
"მივესალმებით ბატონ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას და ვადასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის მხარის წარმომადგენელთან. ევროპაში შეხვედრის ადგილი და დრო ზუსტდება. ასევე, დადებითად აღვიქვით ბატონ ლავროვის კომენტარი იმის თაობაზე, რომ მოსკოვი მზად არის, აღდგეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები