„შეხვედრა რაღაც ეტაპზე უნდა შედგეს, მაგრამ ამას სჭირდება დეტალური მოამზადება,” - ეს განცხადება პრემიერი-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, ქართული მხარის პოზიციაა, რომ თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, მან უნდა მოიტანოს გარკვეული შედეგი, კონფლიქტების ეტაპობრივი დარეგულირების თვალსაზრისით.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა, რომელიც ყველაზე მწვავე თემებს უკავშირდება - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის პრობლემები,” - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები