ევროპარლამენტმა მოსკოვს სოხუმთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება მოსთხოვა
13:00 / 19.12.2014
ევროკავშირთან საქართველოს ასოციაცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, გასულ ოთხშაბათს სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი დამატებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზეც.ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში გმობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" დადებულ ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და რუსეთს ხსენებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ მოუწოდებს.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერფაქსი" ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები